ტოპ 20 ფეხბურთელი, რომელმაც ფატალური შეცდომა დაუშვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 20 ფეხბურთელი, რომელმაც ფატალური შეცდომა დაუშვა


ტოპ 20 ფეხბურთელი, რომელმაც ფატალური შეცდომა დაუშვა

ალბათ არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია უნაკლო კარიერა. დიახ, შეცდომებს ყველა უშვებს, მათ შორის ტოპ-კლასის მოთამაშეებიც. სამწუხაროდ ზოგს ისე არ უმართლებს, რომ დაშვებული შეცდომა შეიძლება ფინალის ან სხვა პრინციპული მატჩის წაგების ტოლფასი იყოს. გავიხსენოთ გამოჩენილი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერაში ფატალური შეცდომა დაუშვეს.

20. ანდრეს ესკობარი (ავტოგოლი, რომლის გამოც კოლუმბია მუნდიალს გამოეთიშა. ესკობარს ეს შეცდომა სიცოცხლის ფასად დაუჯდა)



19. ასამოა გიანი (მუნდიალის 1/4 ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი შეხვედრის ბოლო წუთზე. გიანს რომ გაეტანა, განა 1/2 ფინალში გავიდოდა)



18. როდრიგო პალასიო (მუნდიალის ფინალში ვერ გამოყენებული 100%-იანი მომენტი)



17. რომელუ ლუკაკუ (უეფას სუპერთასის ფინალში ვერ გამოყენებული გადამწყვეტი პენალტი)



16. სერხიო რამოსი (ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვერ გამოყენებული გადამწყვეტი პენალტი)



15. ბასტიან შვაინშტაიგერი (ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი)



14. ხუან რომან რიკელმე (ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი, რომლის გატანის შემთხვევაში "ვილიარეალი" ფინალში გასვლის შანსს იტოვებდა)



13. ფრანკ დე ბური (ევრო 2000-ის 1/2 ფინალში ვერ გამოყენებული ორი პენალტი)



12. მარტინ პალერმო (კოპა ამერიკა-99-ზე ერთ მატჩში ვერ გამოყენებული 3 პენალტი, რაც აბსოლიტური ანტი-რეკორდია)



11. დავიდ ტრეზეგე (ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი და მუნდიალის ფინალში ვერ გამოყენებული გადამწყვეტი პენალტი)



10. გონსალო იგუაინი (მუნდიალის ფინალში ვერ გამოყენებული 100%-იანი მომენტი და კოპა ამერიკის ფინალის ჩაგდება)



9. არიენ რობენი (მუნდიალის ფინალში ვერ გამოყენებული 100%-იანი მომენტი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი)



8. დევიდ ბექჰემი (ევრო 2004-ის 1/4 ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი)



7. რაულ გონსალესი (ევრო 2000-ის 1/4 ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი შეხვედრის ბოლო წუთზე. რაულს რომ გაეტანა ესპანეთი ანგარიშს ათანაბრებდა)



6. ანდრეი შევჩენკო (ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გამოყენებული 100%-იანი მომენტი და მოგვიანებით ვერ გამოყენებული გადამწყვეტი პენალტი)



5. ლიონელ მესი (ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი, რომლის გატანის შემთხვევაში, "ბარსელონა" პრაქტიკულად გაინაღდებდა ფინალის საგზურს)



4. ჯონ ტერი (ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გამოყენებული ერთ-ერთი გადამწყვეტი პენალტი)



3. ოლივერ კანი (მუნდიალის ფინალში დაშვებული შეცდომა, რომელიც გერმანიას გაშვებულ გოლად და ჯამში ფინალის წაგებად დაუჯდა)



2. სტივენ ჯერარდი (ფეხის მოცურება, რომელიც "ლივერპულს" სანატრელ ჩემპიონობად დაუჯდა)



1. რობერტო ბაჯო (მუნდიალის ფინალში ვერ გამოყენებული პენალტი, რომელიც იტალიას წაგებად დაუჯდა)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები