ევერტონი მზად არის უოლკოტის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევერტონი მზად არის უოლკოტის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადოს


ევერტონი მზად არის უოლკოტის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადოს

ლონდონის "არსენალის" ვინგერმა, თეო უოლკოტმა, კარიერა შესაძლოა "ევერტონში" გააგრძელოს.

უოლკოტი "მეთოფეთა" რიგებში რეგულარულ სათამაშო დროს ვერ იღებს, ამიტომ ზამთარში გუნდის დატოვება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში შესვლა სურს.

ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" იტყობინება, რომ უოლკოტით მერსესაიდული კლუბი დაინტერესდა, რომელიც თეოს სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა-სტერლინგს იხდის.

28 წლის თეო უოლკოტმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები