კოუტინიო შესაძლოა ალეხანდრო გომესმა შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიო შესაძლოა ალეხანდრო გომესმა შეცვალოს


კოუტინიო შესაძლოა ალეხანდრო გომესმა შეცვალოს

"ლივერპული" ბერგამოს "ატალანტას" ვინგერით, ალეხანდრო გომესით, დაინტერესდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ მერსესაიდული გრანდი 29 წლის არგენტინელში ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს ხედავს.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა გომესის დამატებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ალეხანდრომ 25 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ალეხანდრო გომესის გარდა "ლივერპული" "ლესტერ სიტის" ალჟირელ ნახევარმცველს რიად მაჰრეზს აკვირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები