დი ფრანჩესკო: "ჯერ არ დაგვიმტკიცებია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი ფრანჩესკო: "ჯერ არ დაგვიმტკიცებია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია"


დი ფრანჩესკო:
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, საკუთარი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

"ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია იმ დონისთვის, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მოგვცემს.

ჩვენ ლიდერებს უკვე სერიოზულად ჩამოვრჩით და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოვასწოროთ.

ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ მომდევნო მატჩებში ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

20 ტურის შემდეგ იტალიის სერი ა-ს 51 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, რომელსაც 50 ქულით ტურინის "იუვენტუსი" მიჰყვება. რომაულმა კლუბმა კი ეროვნული ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და 39 ქულით უკვე მე-5 პოზიციამდე დაქვეითდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები