ზამერი ჰაინკესის დარჩენას არ გამორიცხავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამერი ჰაინკესის დარჩენას არ გამორიცხავს


ზამერი ჰაინკესის დარჩენას არ გამორიცხავს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, იუპ ჰაინკესის მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ 72 წლის გერმანელი გუნდში დარჩეს.

"ამის თქმა ძალიან რთულია, ვინაიდან იუპს თანმიმდევრულ ადამიანად ვიცნობ, რომელსაც მტკიცე ხასიათი და გარკვეული პრინციპები აქვს. არ ვიცი რამდენად არგუმენტირებულია ის, რომ ჰაინკესი გადაწყვეტილებას შეცვლის. ეს მან თავად უნდა გადაწყვიტოს.

მე ვფიქრობ, რომ ული იუპს იდეალურად იცნობს. თუ ჰიონესი ნელ-ნელა, თუნდაც წვეთობით, აგრძელებს მცდელობას, ესეიგი იუპის გადაწყვეტილება საბოლოო მაინც არ ყოფილა.

ამ ეტაპზე ჩანს, რომ თითქოს ჰაინკესმა ყველაფერი გადაწყვიტა, მაგრამ ულის ყველა კარგად ვიცნობთ და ვიცით რისი გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ზამერმა.

იუპის მოქმედი კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდეა გათვლილი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მას მინიმუმ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები