კლინსმანი: "მილანი კვლავ საფეხბურთო დედაქალაქი უნდა გახდეს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლინსმანი: "მილანი კვლავ საფეხბურთო დედაქალაქი უნდა გახდეს!"


კლინსმანი:

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, იურგენ კლინსმანმა, მილანურ კლუბებზე ისაუბრა.

"ნერაძურის" თამაშებს ტელევიზორში ყოველთვის ვუყურებ. "ინტერის" ქომაგები საკუთარ გუნდთან ძალიან ახლოს არიან, მათ საკუთარი კლუბი ძალიან უყვართ, ამიტომაც საკმაოდ მომთხოვნებიც არიან.

ჩემი "ინტერი" განსაკუთრებული გუნდი იყო, ვინაიდან თითოუელი ჩვენგანი ერთმანეთს უდიდეს პატივს სცემდა.

მილანი კვლავ საფეხბურთო დედაქალაქი უნდა გახდეს. პირველ რიგში, "ინტერი" და "მილანი" მსოფლიოს უძლიერესი გუნდების სიაში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა კლინსმანმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანიინტერი იურგენ კლინსმანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები