გვარდიოლა რომ დარჩენილიყო, სანე ბაიერნში ითამაშებდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა რომ დარჩენილიყო, სანე ბაიერნში ითამაშებდა


გვარდიოლა რომ დარჩენილიყო, სანე ბაიერნში ითამაშებდა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ლეროი სანეს, მამამ მისი შვილის ორი წლის წინანდელი მდგომარეობა გამოააშკარავა.

"ჩემს ბიჭს მსოფლიოს სამ უძლიერეს კლუბში შეეძლო გადასვლა: "ბარსელონა", "რეალი" ან მიუნხენის "ბაიერნი". ის ნახევარ მსოფლიოს სურდა.

თუმცა ლეროის გვარდიოლასთან მუშაობა უნდოდა, მხოლოდ მასთან. გვარდიოლა მიუნხენში რომ დარჩენილიყო, სანე ახლა "ბაიერნის" მოთამაშე იქნებოდა", - განაცხადა სულეიმან სანემ "RavierSport-თან" საუბარში.

პეპ გვარდიოლამ მიუნხენურ გრანდში სამი წელი დაჰყო (2013-2016) და შემდეგ მანჩესტერულ კლუბში გადაბარგდა.

ესპანელი სანეს დამატებას ჯერ კიდევ "ბაიერნში" ითხოვდა, მაგრამ ლეროი თავის გუნდში 2016 წლის ზაფხულში გადაიბირა და "სიტის" მოთამაშედ აქცია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები