ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა - წინ მეორე მატჩია [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა - წინ მეორე მატჩია [VIDEO]


ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა - წინ მეორე მატჩია [VIDEO]

შეიძლება თამამად ითქვას, რომ კარაბაოს თასის ნახევარფინალის პირველმა მატჩმა ვერ გაამართლა.

გასულ კვირას, "არსენალმა" და "ჩელსიმ" პრემიერ ლიგაში გახსნილი თამაში შემოგვთავაზეს, რასაც ვერ ვიტყვით თასის შეხვედრაზე.

მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა და ლოგიკურია, რომ სათამაშო უპირატესობას "ჩელსი" ფლობდა.

არისტოკრატები განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბურთს ფლობდნენ და დაცვის გატეხვას ცდილობდნენ, "არსენალმა" კი კონტრ-შეტევებზე ააგო თამაში.

საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. "ემირეითსზე" გასამართი განმეორებითი შეხვედრა 24 იანვარს შედგება.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები