აგენტმა ჟირუს მომავალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტმა ჟირუს მომავალზე ისაუბრა


აგენტმა ჟირუს მომავალზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ "არსენალის" ფრანგი ფორვარდის ოლივიე ჟირუს შეძენა ჩინურ კლუბებს სურთ.

ჟირუს მომავალზე კომენტარი თავად ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა და ინფორმაცია უარჰყო.

"ვადასტურებ, რომ ჟირუს ჩინეთში გადასვლა არ სურს. მისი მთავარი მოტივი მხოლოდ ფული არ არის.

ამჟამად ჟირუ არსენალის ფეხბურთელია და ამ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს. მეორე ნახევარში ევროპა ლიგაა სათამაშო", - აცხადებს აგენტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები