ვენგერმა დაადასტურა: არსენალის ფეხბურთელი ვალენსიაში გადავიდა
თარიღი: იანვარი 11, 2018, 04:49
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თავისი ფეხბურთელის გაშვება დაადასტურა.
"ვადასტურებ, რომ კოკლენი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს. მეტჯერ ის არსენალში არ ითამაშებს. წარმატებები კოკლენს
ვინ შეცვლის მას? იდეალური გამოსავალი იოზილის და რემსის უკან დაწევა იქნება. ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია და ჯერ ვერაფერს ვიტყვი", - თქვა ვენგერმა.
ჯერჯერობით, კონტრაქტის დეტალები უცნობია. ისიც უცნობია, რა თანხის სანაცვლოდ წავა კოკლენი ესპანეთში.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE