რამირესი: "ინტერში გადასვლით მოხარული ვიქნები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამირესი: "ინტერში გადასვლით მოხარული ვიქნები"


რამირესი:

"ციანზუ სუნინის" შემტევმა ნახევარმცველმა, რამირესმა, დაადასტურა, რომ მილანის "ინტერში" გადასასვლელად მზად არის.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნერაძური" რამირესის ტრანსფერთან ახლოს არის და ამაზე ბრაზილიელმაც ისაუბრა.

"სეზონისათვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დავიწყე, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება, დრო ჯერ კიდევ არის.

"ინტერში" სიხარულით გადავიდოდი, მაგრამ ამ მომენტისთვის კვლავ "ციანზუ სუნინის" მოთამაშე ვარ.

იმედი მაქვს, ჩვენ მივალთ შეთანხმებამდე, რომელიც ყველა მხარესთვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა 30 წლის ბრაზილიელმა.

ჩინეთის სუპერლიგის გასულ სეზონში რამირესმა 32 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერიტრანსფერები რამირესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები