ზიდანი შესაძლოა ლიოვმა შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი შესაძლოა ლიოვმა შეცვალოს


ზიდანი შესაძლოა ლიოვმა შეცვალოს
მადრიდის "რეალის" მომავალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა გერმანიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, იოახიმ ლიოვი, გახდეს.

მადრიდული პრესის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის სტარტით ძალიან უკმაყოფილოა და ზაფხულში ზინედინ ზიდანის გაშვებას აპირებს.

"რეალის" მესვეურებმა ფრანგი სპეციალისტის შემცვლელი უკვე იპოვნეს და მასთან მოლაპარაკებებიც დაიწყეს. საუბარია იოახიმ ლიოვზე, რომლის გადაბირება "ბლანკოსს" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სურს.

მადრიდელი ჟურნალისტები აგრეთვე ირწმუნებიან, რომ ზინედინ ზიდანის მომავალი უკვე გადაწყვეტილია და ეს გუნდის საბოლოო შედეგებზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები