მონაკო მზად არის ლემარი ზამთარში გაუშვას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონაკო მზად არის ლემარი ზამთარში გაუშვას


მონაკო მზად არის ლემარი ზამთარში გაუშვას

"მონაკოს" შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა, საკუთარი კლუბი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაინც დატოვოს.

მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის უარყოფისა, "RMC" იტყობინება, რომ "მონაკო" მაინც მზად არის ლემარი უკვე ზამთარში გაუშვას.

ზემოთხსენებული პრესის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის მესვეურები 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

22 წლის უნიჭიერესმა ფრანგმა საფრანგეთის ჩემპიონატის ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.

ლემარით ამჟამად რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "ლივერპული" და ლონდონის "არსენალი".
ასევე იხილეთ თემაზე:
ტრანსფერები მონაკო ტომას ლემარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები