ლაიფციგის მწვრთნელი: "კეიტას ნაადრევად გაშვების საბაბი არ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგის მწვრთნელი: "კეიტას ნაადრევად გაშვების საბაბი არ გვაქვს"


ლაიფციგის მწვრთნელი:

"ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელი, რალფ ჰაზენჰიუტლი, ნაბი კეიტას "ლივერპულში" ნაადრევად გადასვლის საკითხს გამოეხმაურა.

მერსესაიდულმა გრანდმა 22 წლის აფრიკელი მოთამაშის ტრანსფერი საზაფხულოდ შეათანხმა, მაგრამ ფილიპე კოუტინიოს დაკარგვის შემდეგ, "წითლებმა" კეიტას გადაბირება იანვარშივე მოინდომეს, რასაც გერმანული კლუბი არ ეთანხმება.

"არაფერი შეცვლილა. ჩვენ კეიტას ნაადრევად გაყიდვის საბაბი არ გვაქვს. ის ამ უქმეებზე "შალკესთან" ითამაშებს და იმედია, კარგად. ახლა მხოლოდ ეს მადარდებს და მეტი არაფერი", - განაცხადა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები