ბაიერნს ლევერკუზენში ორი ლიდერი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნს ლევერკუზენში ორი ლიდერი დააკლდება


ბაიერნს ლევერკუზენში ორი ლიდერი დააკლდება

მიუხედავად გუშინ ვარჯიშზე დაბრუნებისა, მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი ლევერკუზენის "ბაიერთან" ხვალინდელ შეხვედრას მაინც გამოტოვებენ.

ეს ინფორმაცია დღევანდელ პრესკონფერენციაზე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გაავრცელა.

"რობერტ ლევანდოვსკი და მატს ჰუმელსი კვლავ დაისვენებენ", - მოკლედ განმარტა 72 წლის გერმანელმა.

"ბაიერისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება ხვალ 23:30 საათზე გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები