ზამერმა ბაიერნს გერმანელი მოთამაშეების მოყვანა ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამერმა ბაიერნს გერმანელი მოთამაშეების მოყვანა ურჩია


ზამერმა ბაიერნს გერმანელი მოთამაშეების მოყვანა ურჩია

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, "ბაიერნის" ხელმძღვანელობას პატარ-პატარა რეკომენდაციები მისცა.

"გორეცკა ახალგაზრდა ფეხბურთელია. "ბაიერნმა" კი ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოს, რომ გერმანელი მოთამაშეები დაიმატოს.

კარგი იქნება თუ გორეცკა "ბაიერნში" გადავა. ამ მოთამაშეს კარგად ვიცნობ. ის მუდმივად პროგრესირებს და დროა, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგას", - ციტირებს ზამერის სიტყვებს "Eurosport".

გერმანული პრესის ინფორმაციით, 22 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას, ტრანსფერი "ბაიერნში" უკვე გადაწყვეტილია - ლეონი "რეკორდმაისტერს" მიმდინარე სეზონის შემდეგ უფასოდ შეუერთდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მატიას ზამერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები