ვალვერდე: "იმედია, რეალს არ შევხვდებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "იმედია, რეალს არ შევხვდებით"


ვალვერდე:

კატალონიის "ბარსელონამ"კოპა დელ რეიზე "სელტა" გაანადგურა და 1/4 ფინალში გავიდა.

კენჭისყრის წინ ვალვერდემ კომენტარი გააკეთა და მეტოქედ "რეალი" არ ისურვა. მოგეხსნებათ, სამეფო კლუბმა 1/8 ფინალურ ეტაპზე "ნუმანსიას" მოუგო.

"დიდი იმედი მაქვს, კოპა დელ რეის 1/4 ფინალში ჩვენი მეტოქე რეალი არ იქნება, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ გირს.

გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. სელტასთან ყველაფერი მარტივად გავაკეთეთ და მზად ვართ მომავალი შეხვედრებისთვისაც", - თქვა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში "ბარსელონა" ლა ლიგის ეგიდით "რეალს" ესტუმრა და 0:3 გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები