კეინმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეინმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა


კეინმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალური თავდამსხმელი, ჰარი კეინი, დაასახელეს.

ჰარიმ პრემიერ ლიგის თვის უძლიერესი ფეხბურთელის ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიპოვა, რითიც "ლივერპულის" ლეგენდარულ კაპიტან სტივენ ჯერარდს გაუთანაბრდა, რომელიც ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი იყო.

კეინმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა

ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში კეინმა მოჰამედ სალაჰს ("ლივერპული"), რობერტო ფირმინოს ("ლივერპული"), მარკოს ალონსოს ("ჩელსი"), მარკო არნაუტოვიჩს ("ვესტ ჰემი"), ჯესი ლინგარდს ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რიად მაჰრეზსა ("ლესტერი") და ნიკოლას ოტამენდის ("მანჩესტერ სიტი") აჯობა.

გასულ თვეში 24 წლის ინგლისელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 6 თამაში ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები