ნაპოლიმ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა


ნაპოლიმ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა
"ტულუზას" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, ზინედინ მაშახი, "ნაპოლის" შეუერთდა.

ნეაპოლური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა მაშახის ტრანსფერი დაადასტურა. 22 წლის ფრანგმა იტალიურ კლუბთან კონტრქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მაშახი "ნაპოლის" თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ უფასოდ შეუერთდა, ვინაიდან ფრანგული კლუბი შემოდგომაზე, მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ, დატოვა.

ზინედინმა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში სულ 38 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ის ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ზინედინ მაშახი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები