Sky Sports: სანჩესის ტრანსფერი სიტიში ჩაშლის პირასაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Sky Sports: სანჩესის ტრანსფერი სიტიში ჩაშლის პირასაა


Sky Sports: სანჩესის ტრანსფერი სიტიში ჩაშლის პირასაა

ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი, ალექსის სანჩესი, რომელიც "მანჩესტერ სიტისთან" ძალიან ახლოს იყო, შესაძლოა საბოლოოდ "ეტიჰადზე" არ აღმოჩნდეს.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Sky Sports" იტყობინება, რომ კლუბები ჩილელი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და მისი ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ალექსისში მხოლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, ვინაიდან ზაფხულში მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა ექნება, როდესაც "არსენალთან" კონტრაქტი ამოეწურება.

"მეთოფეები" კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ "სიტის" ამხელა თანხის გაღება არ სურს და შესაძლოა ჩილელი დაკარგოს.

ალექსის სანჩესს "არსენალის" ზამთარში დატოვება აქვს განზრახული და მისით მეორე მანჩესტერული კლუბი - "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები