დე ხეა შესაძლოა იუნაიტედის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ხეა შესაძლოა იუნაიტედის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს


დე ხეა შესაძლოა იუნაიტედის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დავიდ დე ხეას ახალ კონტრაქტსა და გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.

ცნობილი ბრიტანული გაზეთი "The Sun" იტყობინება, რომ ესპანელი მეკარის შესანარჩუნებლად "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზად არის იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.

თუ 27 წლის გოლკიპერი მოქმედ კონტრაქტს, რომელიც 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, გაახანგრძლივებს, მისი ანაზღაურება კვირაში 210 ათასი გირვანქადან 300 ათასამდე გაიზრდება და პოლ პოგბას ხელფასს გაუტოლდება.

დავიდ დე ხეა მანჩესტერული გრანდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც უკვე 3-4 წელია ფანტასტიკურად თამაშობს და მადრიდის "რეალის" სამიზნეა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები