კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე: "დღეს ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე: "დღეს ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"


კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე:

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ფაუსტინო ასპრილამ, სატრანსფერო ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეაფასა.

"რა იქნებოდა ჩემი სატრანსფერო ღირებულება ახლა? ისეთივე, როგორიც ნეიმარის - 200 მილიონი ევრო.

როდესაც "პარმაში" ვიყავი, "მილანმა" კლუბს 20 მილიონიანი ოფიციალური წინადადება შესთავაზა, მაგრამ "პარმამ" უარი განაცხადა.

მაშინ "პარმა" მსოფლიოში ფინანსურად ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო და ძლიერ მოთამაშეებს არ ყიდდა. მათ ეს უბრალოდ არ სჭირდებოდათ", - განაცხადა ასპრილამ.

ფაუსტინო "პარმას" ღირსებას 1992-96 წლებში იცავდა, შემდეგ ორი სეზონი "ნიუკასლში" იასპარეზა და ერთი წლით ისევ "პარმას" დაუბრუნდა. კარიერის დანარჩენი ეტაპი მან სამშობლოსა და ბრაზილიაში გაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ფაუსტინო ასპრილა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები