ინტერი ლისანდრო ლოპესს დაიმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერი ლისანდრო ლოპესს დაიმატებს


ინტერი ლისანდრო ლოპესს დაიმატებს

ლისაბონის "ბენფიკას" ცენტრალური მცველი, ლისანდრო ლოპესი, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს იტალიაში ჩაატარებს.

"La Gazzetta dello Sport" ავრცელებს, რომ პორტუგალიურ კლუბს ლოპესის იჯარის წესით დამატებაზე მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა შეუთანხმდა.

მოსალოდნელია, რომ "ნერაძური" 28 წლის არგენტინელის იჯარის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გადაიხდის, ხოლო ზაფხულში მისი 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

ლისანდრო ლოპესმა მიმდინარე სეზონში 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები