მოურინიომ სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიომ სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა


მოურინიომ სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

"მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ალექსის სანჩესის შესაძლო დამატებაზე კომენტარი გააკეთა.

ჩილელ შემტევს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და შესაძლოა ის გუნდმა ზამთარშივე გაუშვას, რადგან სატრანსფერო თანხა მიიღოს. იწერება, რომ "სიტის" ალექსისის დამატება 25 მილიონ ფუნტად სურს.

"სანჩესი ამჟამად "არსენალის" ფეხბურთელია და არ მიმაჩნია სწორი, რომ სხვა გუნდის მოთამაშეზე ვისაუბრო.

რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რასაც ყველა ამბობს - ალექსისი ფენომენალური მოთამაშეა.

ტრანსფერს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ზამთარში "მანჩესტერისგან" ბაზარზე ბევრს არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები