კურიოზული კადრები - მინამ ფოტოგრაფს ჩანთა მოპარა და გაიქცა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კურიოზული კადრები - მინამ ფოტოგრაფს ჩანთა მოპარა და გაიქცა


კურიოზული კადრები - მინამ ფოტოგრაფს ჩანთა მოპარა და გაიქცა

ესპანური გამოცემა AS არქივიდან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

კადრებში ხედავთ შარშანდელ შეხვედრას, სადაც იერი მინას "პალმეირასმა" "პენაროლი" 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის მიწურულს ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა და ყურადღება ყველას ამ ფაქტისკენ ჰქონდა გადატანილი.

ამ დროს იერი მინამ ერთ-ერთ ფოტოგრაფს ჩანთა მოპარა და გასახდელისკენ გაიქცა.

უცნობია, თუ რატომ გააკეთა კოლუმბიელმა ეს, თუმცა პუბლიკა ფიქრობს, რომ მინა ჩანთის ჩხუბში იარაღად გამოყენებას გეგმავდა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები