საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ითამაშებს


საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ითამაშებს

მინსკის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 21-28 იანვარს გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფშია უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ერთად.

გიორგი ნემსაძის გუნდი 22 იანვარს ყაზახეთს ეთამაშება, 23 იანვარს - მოლდოვას, ხოლო 25 იანვარს - უკრაინას. ამის შემდეგ კი პლეიოფები დაიწყება.. გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 20 იანვარს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანთა სიას შეადგენს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), თორნიკე ასკურავა (საბურთალო), ლადო ჩიხლაძე (საბურთალო), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე, იტალია);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია)

GFF

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები