კარანკა: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნოტინგემ ფორესტი თავის ადგილზე დავაბრუნო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარანკა: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნოტინგემ ფორესტი თავის ადგილზე დავაბრუნო"


კარანკა:

"ნოტინგემ ფორესტი" ეიტორ კარანკამ ჩაიბარა და გუნდს დიდი იმედები მიეცა.

ორი წლის წინ, ესპანელმა მწვრთნელმა ჩემპიონშიფში "მიდლსბრო" ჩაიბარა და 1 სეზონში, გუნდი პრემიერ ლიგაში დააბრუნა.

შეგახსენებთ, რომ "რეალში" ის ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო.

კარანკამ "ნოტინგემის" ჩაბარების შემდეგ კომენტარი გააკეთა: "ფეხბურთში დანამდვილებით ვერავის ვერაფერს დაპირდები, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ნოტინგემი" თავის ადგილზე დავაბრუნო."

შეგახსენებთ, რომ გუნდმა 1979 და 1980 წლებში, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

მეტიც, გუნდი 1978 წელს აღზევდა უმაღლეს დივიზიონში, პირველივე სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, შემდეგ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაც მიაყოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები