ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა


ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა

რუსული პრესა იტყობინება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე უკვე გუნდთან ერთადაა და მეორე წრისთვის ემზადება.

გუშინ "სპარტაკმა" 2 ვარჯიში გამართა. ტრავმირებულმა ანანიძემ კი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ამჟამად მოსკოვური კლუბი დუბაიშია, სადაც მოსამზადებელ პერიოდს გადის. ანანიძე კი მეორე წრისთვის მზადყოფნაში უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და უკვე თვეებია, რაც მოედანზე არ გამოსულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები