რანიერიმ მბაპეს ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რანიერიმ მბაპეს ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა


რანიერიმ მბაპეს ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა

"ნანტის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, "პსჟ-სთან" რთული თამაშის წინ პარიზელების თავდამსხმელი კილიან მბაპე შეაქო.

"მბაპე დიდებულია. თუ ის ასე გაზრდას გააგრძელებს, მაშინ ოქროს ბურთსაც მოიგებს. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ.

ასეთ ასაკში ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში რევოლუციური ფეხბურთი მხოლოდ ტიერი ანრიმ აჩვენა", - განაცხადა რანიერიმ.

19 წლის უნიჭიერესი ფრანგი "პარი სენ ჟერმენს" 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ კლაუდიო რანიერი კილიან მბაპე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები