ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ


ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ

იერი მინა გახდა "ბარსელონას" რიგით მეორე შენაძენი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. კოლუმბიელმა 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება. კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მინას კარიერის შესახებ 10 საინტერესო ფაქტის შესახებ დაწერა. დროა, რომ გულშემატკივრებმა უკეთ გაიცნონ "ბარსას" ახალწვეული.

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ

1. მინა გახდება პირველი კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომელიც "ბლაუგრანას" მაისურით ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. 1964 წელს "ბარსაში" კიდევ ერთი კოლუმბიელი ირიცხებოდა - ლაურო მოსკერა, თუმცა მან მხოლოდ ერთ ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

2. კოლუმბიელი მცველი კატალონიური კლუბის ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე გახდა, მისი სიმაღლე 195 სმ-ს შეადგენს. იერის შემდეგ მოდიან - პიკე (194), ბუსკეტსი (189) და გომეში (188).

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ

3. მინა გახდა რიგით მე-10 კოლუმბიელი, რომელიც ლა ლიგაში ითამაშებს. მის გარდა პრიმერაში კიდევ არიან - ჯეისონ მურილო, კარლოს ბაკა, ლუის მურიელი, დანიელ ტორესი, მარლოს მორენო, ხუანხო ნარვაესი, ჯეფერსონ ლერმე, ბერნარდო ესპინოსა და იოჰან მოხიკე.

4. მინას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის 6 ოქტომბერს შედგა, 11 ოქტომბერს კი მან უკვე გოლიც გაიტანა, მეტოქე ურუგვაი იყო. ჯამში იერიმ კოლუმბიის ნაკრებში ჩაატარა 9 მატჩი და გაიტანა 3 გოლი.

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ

5. კარიერის განმავლობაში კოლუმბიელი შემდეგ ნომრიან მაისურებს ირგებდა - 3-"დეპორტივო პასტოში", 26-"სანტა ფესა" და "პალმეირასში", 13 და 16 კოლუმბიის ნაკრებში.

6. მინა თავდაპირველად მეკარე იყო, თუმცა შემდეგ მწვრთნელებმა მას დაცვაში გადასვლა ურჩიეს.

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ

7. იერის მამა და ბიძაც აგრეთვე პროფესიონალური ფეხბურთელები იყვნენ, ორივე მეკარეები. მამამ უდიდესი გავლენა იქონია შვილის ფეხბურთელად ფორმირებაში, ბიძამ კი იერი "დეპორტივო პასტოში" მიიყვანა და მოგვიანებით მისი აგენტიც გახდა.

8. მინა ყოველ წელს იგებდა ტიტულებს. 2014-ში კოლუმბიის ჩემპიონობა, 2015-ში კოპა სუდამერიკანას თასი, 2016-ში ბრაზილიის ჩემპიონობა. მხოლოდ 2017-მა წელმა ჩაიარა უტიტულოდ. "პალმეირასის" საჩემპიონო გუნდში იერის თანაგუნდელი "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი იყო.

ვინ არის ბარსელონას ახალწვეული? - 10 საინტერესო ფაქტი იერი მინას შესახებ

9. 2016 წელს მინამ საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა მშობლიურ ქალაქ გუაჩენეში. დაახლოებით 2000 ათასი ადამიანი დახმარებას სწორედ ამ ფონდისგან იღებს.

10. მინა თავისუფალ დროს ოჯახის წევრებისა და ახლობლების წრეში ატარებს. ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ იერის სოციალური ქსელებიდან, სადაც კოლუმბიელი რეგულარულად აქვეყნებს სხვადასხვა ფოტოსურათებს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები