ატლეტიკო ბელოტის უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკო ბელოტის უმიზნებს


ატლეტიკო ბელოტის უმიზნებს

მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა "ტორინოს" ცენტრალური თავდამსხმელით, ანდრეა ბელოტით, ინტერესდება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "როხიბლანკო" 24 წლის იტალიელს ანტუან გრიზმანის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს და მის გადაბირებას 2018 წლის ზაფხულში ეცდება.

"ხარების" ცენტრფორვარდი ბოლო წლებში სერიოზულ პროგრესს განიცდის და არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბელოტიმ 15 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები