ძოფი: "პერინი იტალიის ნაკრების მომავალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძოფი: "პერინი იტალიის ნაკრების მომავალია"


ძოფი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა დინო ძოფმა, "ჯენოას" ახალგაზრდა გოლკიპერი შეაქო.

"ვფიქრობ, პერინი დიდ კლუბში სათამაშოდ მზად არის, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოითმენს.

ის თავის პოზიციაზე საუკეთესო იტალიელად მიმაჩნია, თანაც არამხოლოდ საკლუბო დონეზე. ჩემი აზრით, პერინი იტალიის ნაკრების მომავალია.

ის იტალიური მეკარეების სკოლის ღირსეული წარმომადგენელია. ის კლასიკური პირველი ნომერია - კარს საიმედოდ იცავს და კარგ პასებს აკეთებს. იმ გუნდში თამაში, რომელიც ტიტულის პრეტენდენტია, მისთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება", - განაცხადა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

25 წლის იტალიელმა 2013/14 წლების სეზონში ფანტასტიკური თამაში აჩვენა და იმ პერიოდში იტალიის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა, მაგრამ მას შემდეგ ხშირი ტრავმიანობის გამო "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები