ზიდანი: "უბრალოდ, მარცხს არ ვიმსახურებდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "უბრალოდ, მარცხს არ ვიმსახურებდით"


ზიდანი:

დღევანდელი მარცხის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვილიარეალი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

"ვფიქრობ, რომ თამაშის ხარისხი კარგი იყო და "რეალი" ასეთ მარცხს, უბრალოდ არ იმსახურებდა.

არა ერთი საგოლე ეპიზოდი გვქონდა, თუმცა სულ ბოლოს... ერთი კონტ შეტევა და ყველაფერი დასრულდა. ეს ფეხბურთელებისთვის ძალიან სამწუხაროა.

ახლა, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ ვარჯიში განვაგრძოთ და დავიცადოთ.

ბოლო პერიოდში ჩვენს გარშემო ბევრი ნეგაიტური მოვლენა მოხდა და ახლა პოზიტივს ვეძებთ", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები