გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია?


გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია?

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე, ფაქტობრივად, უგუნდოდაა. მას "მორეირენსეში" სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა.

ზაფხულში, იყო საუბრები, რომ მაკარიძე კარიერას "ბენფიკაში" ან "ბრაგაში" გააგრძელებდა, თუმცა არცერთი არ გამოვიდა.

პორტუგალიური პრესის ცნობით, მაკარიძე "მორეირენსეს" ზამთარში აუცილებლად დატოვებს.

მისი შეძენით "რიუ ავეა" დაინტერესებული. ამ გუნდის ძირითადი მეკარე ტრავმირებულია და კასიოს შემცვლელის მთავარ კანდიდატად სწორედ მაკარიძე მოიაზრება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები