პსჟ ნეიმარის გარეშე დარჩა
თარიღი: იანვარი 14, 2018, 13:52
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატი განახლდა. მე-20 ტურში "პსჟ"-ს მეტოქე "ნანტი" იქნება.
ცნობილია, რომ პარიზელებს ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნეიმარი ვერ დაეხმარებათ.
ბრაზილიელ შემტევს ნეკნის ტრავმა აწუხებს და იუნაი ემერიმ მისი განაცხადში შეყვანა ვერ გარისკა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE