გვარდიოლა: "ლივერპული ახლა ისე თამაშობს, როგორც მათ ისტორიას შეეფერება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ლივერპული ახლა ისე თამაშობს, როგორც მათ ისტორიას შეეფერება"


გვარდიოლა:

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირების წინ კომენტარი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"ამჟამად ლივერპული ისე თამაშობს, როგორც მათ ისტორიას შეეფერება. შემტევი ფეხბურთი ამ გუნდის განუყოფელი ნაწილია.

როგორც წესი, ლივერპული ჩვენთან კარგად თამაშობს ხოლმე, მაგრამ ვალდებულები ვართ, მორიგი კარგი მატჩი ჩავატაროთ და ეს რთული დავალება შევასრულოთ.

ეს ფეხბურთია და ამ სპორტში ყველაფერი ხდება. დიდი უპირატესობა გვაქვს, თუმცა შეიძლება ტიტული დავკარგოთ. არავინ იცის, რა მოხდება 13-14 მატჩის შემდეგ", - აცხადებს გვარდიოლა.

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი 14 იანვარს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები