ლაიფციგი ბენფიკას ტალანტით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგი ბენფიკას ტალანტით დაინტერესდა


ლაიფციგი ბენფიკას ტალანტით დაინტერესდა

ლისაბონის "ბენფიკას" ახალგაზრდა, ნიჭიერი ნახევარმცველი, უმარო ემბალო, გერმანული "ლაიფციგის" რადარზე მოხვდა.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ხარების" სპორტული დირექტორი, რალფ რანგნიკი, ემბალოს ტრანსფერის თაობაზე პორტუგალიური კლუბის წარმომადგენლობას უკვე შეხვდა და გაესაუბრა.

ლისაბონური კლუბი პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვს. "ლაიფციგი" მის შეძენას ზაფხულში ეცდება.

16 წლის უმარო ემბალო პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლავთ და 18 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები