მალკომი არსენალს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მალკომი არსენალს უახლოვდება


მალკომი არსენალს უახლოვდება

"ბორდოს" უნიჭიერესი ვინგერი, მალკომი, ძალიან მალე ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება.

ამის შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა, რომა კოლე-გოდანმა, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"მალკომმა თავის აგენტთან ერთად "არსენალში" ტრანსფერი დაასრულა", - დაწერა რომამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

20 წლის ბრაზილიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში 21 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები