ნანტი-პსჟ-ს მატჩში მსაჯმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნანტი-პსჟ-ს მატჩში მსაჯმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა [VIDEO]


ნანტი-პსჟ-ს მატჩში მსაჯმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა [VIDEO]

ლიგა 1-ის მატჩში "ნანტმა" "პარი სენ ჟერმენი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის 90-ე წუთზე უცნაური ფაქტი მოხდა.

"პარი სენ ჟერმენი" შეტევაში მიდიოდა, რა დროსაც მთავარი არბიტრი და დიეგო კარლოსი ერთმანეთს დაეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ მსაჯი ძირს დაეცა, შემდეგ კი კარლოსს ფეხი ჩაარტყა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ არბიტრმა ამის შემდეგ ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ის მოედნიდან გააძევა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები