ნანტის მოთამაშეს, რომელსაც მსაჯმა ჩაარტყა და გააძევა, წითელი ბარათი მოუხსნეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნანტის მოთამაშეს, რომელსაც მსაჯმა ჩაარტყა და გააძევა, წითელი ბარათი მოუხსნეს


ნანტის მოთამაშეს, რომელსაც მსაჯმა ჩაარტყა და გააძევა, წითელი ბარათი მოუხსნეს

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა "ნანტის" ნახევარმცველს, დიეგო კარლოსს, რომელიც "პსჟ-სთან" შეხვედრაში მთავარმა მსაჯმა უსამართლოდ გააძევა, წითელი ბარათი გაუუქმა.

ლიგა 1-ს 20ე- ტურის გუშინდელ შეხვედრაში კურიოზილი და ამავდროულად სკანდალური ეპიზოდი დაფიქსირდა: მატჩის მიწურულს შეხვედრის მთავარ მსაჯს დიეგო კარლოსი შემთხვევით შეეჯახა, საპასუხოდ კი ჯერ არბიტრის მოქნეული ფეხი, შემდეგ კი წითელი ბარათი მიიღო.

ამ მომენტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფრანგული ფეხბურთის ფედერაციასაც არ გამოპარვია. დღეს, საგანგებო სხდომაზე, ეპიზოდი განიხილეს და დიეგოს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.

დიეგო კარლოსი საკუთარ გუნდს მომდევნო ტურში, "ტულუზასთან" გასვლით თამაშში, დაეხმარება.

ამ სკანდალური ეპიზოდის ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ ამ ბმულზე.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნანტი დიეგო კარლოსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები