ულრაიხი: "რიბერის კიდევ 1-2 წელი შეუძლია თამაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ულრაიხი: "რიბერის კიდევ 1-2 წელი შეუძლია თამაში"


ულრაიხი:

მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერი, სვენ ულრაიხი, მიიჩნევს, რომ ფრანკ რიბერი გერმანულ გრანდში კიდევ 1-2 წელი უნდა დარჩეს.

"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენი გუნდის რიგებში ასეთი ფეხბურთელები ირიცხებიან. ფრანკი მალე 35 წლის გახდება, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ნამდვილი მაგალითია.

როდესაც რიბერი მოედანზე, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ასაკშიც ადასტურებს. ვფიქრობ, რიბერის "ბაიერნში" კიდევ ერთი-ორი წლით შეუძლია თამაში", - განაცხადა 29 წლის გერმანელმა.

34 წლის ლეგენდარული ფრანგის მოქმედი კონტრაქტი "რეკორდმაისტერთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა "ბაიერნი" რიბერისთან ურთიერთობას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები