კანალესი შესაძლოა იტალიაში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კანალესი შესაძლოა იტალიაში გადავიდეს


კანალესი შესაძლოა იტალიაში გადავიდეს

"რეალ სოსიედადის" შემტევმა ნახევარმცველმა, სერხიო კანალესმა, კარიერა შესაძლოა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 26 წლის ესპანელი მოთამაშით "ბენევენტო" არის დაინტერესებული, რომელსაც კანალესის იჯარით დამატება სურს.

სერხიო მიმდინარე სეზონში ბასკური კლუბის ძირითადი მოთამაშე არ არის, მაგრამ 26 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.

კანალესის მოქმედი კონტრაქტი "სოსიედადთან" სეზონის ბოლოს იწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები