ბაიერნი რიბერისა და რობენის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი რიბერისა და რობენის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს


ბაიერნი რიბერისა და რობენის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ "Sport1-თან" საუბრისას ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მოთმინება უნდა შევინარჩუნოთ და ვნახოთ როგორ წარიმართება მიმდინარე სეზონი. შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გვიან იქნეს მიღებული და ამიტომ ცოტათი წინ უნდა გავიხედოთ.

ვნახოთ, გავაგრძელებთ თუ არა მათთან ხელშეკრულებას, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი საკმაოდ არასასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს", - განაცხადა რუმენიგემ.

"რეკორდმაისტერის" ლეგენდარული ვინგერების მოქმედი კონტრაქტები მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მათი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები