ჰაინკესი: "ახლა 40-50 მილიონად შემდგარ მოთამაშეს ვერ იყიდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი: "ახლა 40-50 მილიონად შემდგარ მოთამაშეს ვერ იყიდი"


ჰაინკესი:

მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერს" ფულის ხარჯვა მოუწევს.

"რა თქმა უნდა, დრო სწრაფად გავიდა და მდგომარეობა შეიცვალა. 40-50 მილიონ ევროდ კარგ ფეხბურთელს ისევ იყიდი, მაგრამ ახლა ამ თანხით უკვე შემდგარი მოთამაშის დამატება შეუძლებელია.

თუმცა ამჟამინდელი შემადგენლობაც კარგია. კინგსლი კომანით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. მას შემდეგ, რაც დავბრუნდი, ის ჩემზე დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის საკმაოდ დიდი ტალანტია.

არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დიდი პროფესიონალები არიან - სამაგალითოები ახალგაზრდებისთვის. გუნდის სავარჯიშო დარბაზში ყოველდღიურად ვიხედები ხოლმე და იქ რიბერის ვხედავ. მისი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი ნამდვილად დიდებულია!", - განაცხადა ჰაინკესმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები