სუსო: "მე მხოლოდ მილანში დარჩენა მსურს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუსო: "მე მხოლოდ მილანში დარჩენა მსურს"


სუსო:

"მილანის" შემტევმა ნახევარმცველმა, სუსომ, ჭორები უარჰყო და აღნიშნა, რომ "სან სიროს" დატოვებას არ აპირებს.

"ახლახანს მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმე და არა სატრანსფერო ბაზარზე, არამედ საფეხბურთო მოედანზე ვფიქრობ.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გამოსასყიდი თანხა საერთოდ არ მადარდებს ისევე, როგორც სატრანსფერო ჭორები", - განაცხადა 24 წლის ესპანელმა.

სუსო მიმდინარე სეზონში "როსონერის" ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც 27 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი სუსო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები