საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან


საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

ურუგვაის ნაკრები - მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, რომლის ანგარიშზე 2 მსოფლიო ჩემპიონობა და 15 კოპა ამერიკის თასია. 20-ე საუკუნის დასაწყისიდან - შუა პერიოდამდე "სელესტე" საერთოდ ითვლებოდა ნომერ პირველ ნაკრებად. სწორედ იმ დროს იყო ტრიუმფი მუნდიალებზე და მოგებული იქნა კონტინენტის გათამაშების უმეტესი ტიტულები. ურუგვაიში იმ პერიოდში ბრწყინავდნენ: ექტორ სკარონე, ოსკარ მიგესი, ობდულო ვარელა, ლადისლაო მაზურკევიჩი, ლუის კუბილა და სხვები.

იმის შემდეგ "სელესტეში" კრიზისი დაიწყო, რომელიც რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა. მდგომარეობა 21-ე საუკუნის 10-იან წლებში გამოსწორდა, ურუგვაიმ კოპა ამერიკა მოიგო და მუნდიალის 1/2 ფინალამდე გააღწია. აღსანიშნავია, რომ როგორ რთულ პერიოდშიც არ უნდა ყოფილიყო "სელესტე", ურუგვაის მიწაზე მუდამ იბადებოდნენ მაღალი დონის მოთამაშეები. გავიხსენოთ საუკეთესო ურუგვაელები თანამედროვე ისტორიიდან.

10. დარიო სილვა

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1992-2006
კლუბები: დეფენსორი, პენიაროლი, კალიარი, ესპანიოლი, მალაგა, სევილია, პორტსმუტი
სტატისტიკა: 388 მატჩი, 123 გოლი
ტიტულები: 3-ჯერ ურუგვაის ჩემპიონი, ინტერტოტოს თასი, ურუგვაის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი

9. რუბენ სოსა

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1982-2006
კლუბები: დანუბიო, სარაგოსა, ლაციო, ინტერი, დორტმუნდი, ლოგრონესი, ნასიონალი, შანჰაი, რასინგი
სტატისტიკა: 476 მატჩი, 168 გოლი
ტიტულები: კოპა დელ რეი, უეფას თასი, ბუნდესლიგა, 3-ჯერ ურუგვაის ჩემპიონი, 2 კოპა ამერიკა, კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე, ინტერის წლის ფეხბურთელი, ურუგვაის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, კოპა ლიბერტადორესის საუკეთესო ბომბარდირი

8. გუსტავო პოიეტი

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1988-2004
კლუბები: გრენობლი, რივერ პლეიტი, სარაგოსა, ჩელსი, ტოტენჰემი
სტატისტიკა: 489 მატჩი, 128 გოლი
ტიტულები: კოპა დელ რეი, 2 თასების თასი, უეფას სუპერთასი, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, კოპა ამერიკა

7. დიეგო ლუგანო

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1999-დღემდე
კლუბები: ნასიონალი, კოლონია, სან პაულუ, ფენერბახჩე, პსჟ, მალაგა, ვესტ ბრომვიჩი, ჰაკენი, პორტენიო
სტატისტიკა: 637 მატჩი, 64 გოლი
ტიტულები: 2-ჯერ ურუგვაის ჩემპიონი, 2-ჯერ ბრაზილიის ჩემპიონი, კოპა ლიბერტადორესი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, 2-ჯერ თურქეთის ჩემპიონი, 2 თურქეთის თასი, კოპა ამერიკა, ბრაზილიის ჩემპიონატის წლის სიმბოლური გუნდის წევრი

6. დიეგო გოდინი

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 2003-დღემდე
კლუბები: ჩერო, ნასიონალი, ვილიარეალი, ატლეტიკო
სტატისტიკა: 645 მატჩი, 42 გოლი
ტიტულები: ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა, 2 უეფას სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, კოპა ამერიკა, 2-ჯერ ლა ლიგის სიმბოლური გუნდის წევრი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდის წევრი, უეფას სიმბოლური გუნდის წევრი, ლა ლიგის წლის მცველი

5. ალვარო რეკობა

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1994-2015
კლუბები: დანუბიო, ნასიონალი, ინტერი, ვენეცია, ტორინო, პანიონისი
სტატისტიკა: 562 მატჩი, 155 გოლი
ტიტულები: უეფას თასი, 2 კოპა იტალია, 2 იტალიის სუპერთასი, 2 სკუდეტო, 2-ჯერ ურუგვაის ჩემპიონი, 2-ჯერ ურუგვაის წლის ფეხბურთელი



4. ენცო ფრანჩესკოლი

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1980-1997
კლუბები: ვანდერერსი, რივერ პლეიტი, პარისი, მარსელი, კალიარი, ტორინო
სტატისტიკა: 644 მატჩი, 237 გოლი
ტიტულები: 5-ჯერ არგენტინის ჩემპიონი, კოპა ლიბერტადორესი, კოპა სუდამერიკანა, ლიგა 1, 3 კოპა ამერიკა, 2-ჯერ კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე, 2-ჯერ სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელი, 3-ჯერ არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 2-ჯერ არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ლიგა 1-ის წლის უცხოელი მოთამაშე, ფიფა 100-ის წევრი

3. ედინსონ კავანი

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 2005-დღემდე
კლუბები: დანუბიო, პალერმო, ნაპოლი, პსჟ
სტატისტიკა: 608 მატჩი, 348 გოლი
ტიტულები: ურუგვაის ჩემპიონი, კოპა იტალია, 3 ლიგა 1, 3 საფრანგეთის თასი, 4 საფრანგეთის ლიგის თასი, 3 საფრანგეთის სუპერთასი, კოპა ამერიკა, 3-ჯერ სერია ა-ს სიმბოლური გუნდის წევრი, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი, 2-ჯერ ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდის წევრი, ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელი, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი, ლიგა 1-ის წლის უცხოელი მოთამაშე



2. დიეგო ფორლანი

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 1997-დღემდე
კლუბები: ინდეპედიენტე, მანჩესტერ იუნაიტედი, ვილიარეალი, ატლეტიკო, ინტერი, ინტერნასიონალი, ოსაკა, პენიაროლი, მუმბაი, კიტჩე
სტატისტიკა: 797 მატჩი, 304 გოლი
ტიტულები: პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, ინტერტოტოს თასი, ევროპა ლიგა, უეფას სუპერთასი, ბრაზილიის ჩემპიონი, ურუგვაის ჩემპიონი, კოპა ამერიკა, 2 პიჩიჩი, 2 ოქროს ბუცი, მუნდიალის ოქროს ბურთი, მუნდიალის ოქროს ბუცი, მუნდიალის სიმბოლური გუნდის წევრი, მუნდიალის საუკეთესო გოლის ავტორი, ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი



1. ლუის სუარესი

საუკეთესო 10 ურუგვაელი ფეხბურთელი თანამედროვე ისტორიიდან

წლები: 2005-დღემდე
კლუბები: ნასიონალი, გრონინგენი, აიაქსი, ლივერპული, ბარსელონა
სტატისტიკა: 630 მატჩი, 404 გოლი
ტიტულები: ურუგვაის ჩემპიონი, ერედივიზია, ჰოლანდიის თასი, ინგლისის ლიგის თასი, 2 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, 2-ჯერ აიაქსის წლის ფეხბურთელი, ერედივიზიის წლის ფეხბურთელი, ერედივიზიის საუკეთესო ბომბარდირი, კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე, 2-ჯერ პრემიერლიგის სიმბოლური გუნდის წევრი, 2-ჯერ ლივერპულის წლის ფეხბურთელი, პრემიერლიგის წლის ფეხბურთელი, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 2 ოქროს ბუცი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდის წევრი, პიჩიჩი, ლა ლიგის წლის უცხოელი ფეხბურთელი, ბარსელონას წლის ფეხბურთელი, ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი



აგრეთვე გამოსარჩევია: ფაბიან ო'ნილი, პაოლო მონტერო, ვალტერ პანდიანი, ერნესტო ჩევანტონი, მარსელო სალაიეტა, სებასტიან აბრეუ, დანიელ ფონსეკა, სებასტიან მუსლერა, მარტინ კასერესი, ვალტერ გარგანო, მაქსი პერეირა, სეზარ როდრიგესი, პაბლო გარსია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები