ხოჭოლავამ GOAL.GE-ს დაუდასტურა, რომ შახტარს არ დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოჭოლავამ GOAL.GE-ს დაუდასტურა, რომ შახტარს არ დატოვებს


ხოჭოლავამ GOAL.GE-ს დაუდასტურა, რომ შახტარს არ დატოვებს

უკრაინულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "შახტარი" დავით ხოჭოლავას გაანათხოვრებს.

ქართველ მცველს GOAL.GE უკრაინაში დაუკავშირდა და გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ჰკითხა.

ხოჭოლავას თქმით, ის ამჟამად "შახტარის" ფეხბურთელია და დონეცკურ გუნდს არ დატოვებს.

ისიც სათქმელია, რომ ხოჭოლავა უკრაინულმა გრანდმა თურქეთში, მოსამზადებელ ეტაპზე წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მცველი "შახტარში" ზაფხულში, "ჩერნომორეციდან" გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები