უიღბლო კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 5 ფინალი წააგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უიღბლო კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 5 ფინალი წააგო


უიღბლო კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 5 ფინალი წააგო

36 წლის პატრის ევრა ამჯერად თავისუფალი აგენტია. გასული წლის ბოლოს მან ფანს ფეხი ჩაარტყა, რის გამოც უეფამ დასაჯა.

ეს ყველაფერი "მარსელმა" არ მოითმინა და ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ფრანგი მცველი ჯერ-ჯერობით რომელიმე კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს და არც ის არის გამორიცხული, რომ მან კარიერა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ევრას ჩემპიონთა ლიგა ერთხელ აქვს მოგებული, თუმცა მან 3 სხვადასხვა გუნდში 5 ფინალი წააგო.

ჩემპიონთა ლიგა 2003-2004, პორტო 3:0 მონაკო - ევრა მონაკოში

ჩემპიონთა ლიგა 2008-2009, ბარსელონა 2:0 მანჩესტერი - ევრა მანჩესტერში

ჩემპიონთა ლიგა 2010-2011, ბარსელონა 3:1 მანჩესტერი - ევრა მანჩესტერში

ჩემპიონთა ლიგა 2014-2015, ბარსელონა 3:1 იუვენტუსი - ევრა იუვენტუსში

ჩემპიონთა ლიგა 2016-2017, რეალი 4:1 იუვენტუსი - ევრა იუვენტუსში

ასევე, ევრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება 2008 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები