ტოტენჰემისა და სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა კვერკველია აქო და ადიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტენჰემისა და სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა კვერკველია აქო და ადიდა


ტოტენჰემისა და სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა კვერკველია აქო და ადიდა

2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და "ლოკომოტივის" საბა კვერკველია რუსეთში კიდევ ერთხელ შეაქეს.

მოსკოვური გუნდის გამოცდილი მოთამაშე ვედრან ჩორლუკა ქართველის თამაშით კმაყოფილია.

"ნემანია და საბა საოცრად თამაშობენ. ვფიქრობ, ცენტრალურ დაცვაში მათზე უკეთესი არავინაა რუსეთის ჩემპიონატში.

საბა ბევრს ხუმრობს ხოლმე, მას გუნდში დადებითი მუხტი შემოაქვს. კვერკველია ნამდვილი ქართველია!", - აცხადებს ჩორლუკა.

შეგახსენებთ, რომ ჩორლუკა წლების განმავლობაში ინგლისის პრემიერ ლიგაში, "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" რიგებში გამოდიოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები