მანჩესტერი სანჩესის ტრანსფერში მარსიალს არ ჩართავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერი სანჩესის ტრანსფერში მარსიალს არ ჩართავს


მანჩესტერი სანჩესის ტრანსფერში მარსიალს არ ჩართავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" კატეგორიულად უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ შეიძლება "არსენალის" თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის ტრანსფერში ფორვარდი, ანტონი მარსიალი ჩართოს, იტყობინება RMC.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება მანიკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მიიღო.

Ранее Evening Standard-მა დაწერა, რომ "ემიუ" შეიძლება 22 წლის ფრანგს სანჩესის გამო შეელიოს. გამოცემის ცნობით, გარდა მარსიალის დათმობისა, მანიკუნიანელები "არსენალს" 30-35 მილიონ ფუნტსაც შესთავაზებენ.

ამ სეზონში მარსიალმა ყველა ტურნირზე ერთად საკლუბო დონეზე 30 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და ხუთი საგოლე პასი გააკეთა. სანჩესის აქტივში მიმდინარე სეზონში გამართულ 22 შეხვედრაში გატანილი 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

"წითელ ეშმაკუნებსა" და "მეთოფეებს" შორის 29 წლის ჩილელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები